ახმეტის მერი – თუშეთის გზა ფაქტობრივად უკვე გახსნილია
სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალ ავტომობილებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ მეწყერული მონაკვეთის გავლა, თუმცა საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს.
“სეზონი ფაქტობრივად გახსნილია, თუმცა არც თუ ისე ინტენსიურად გადაადგილდებიან მანქანები. გზის დამეწყრილ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის გადალახვამდე რამდენიმე ავტომობილი გროვდება ერთად და შემდეგ ხსნიან გზას და შეუფერხებლად უშვებენ. ვვარაუდობთ, რომ სეზონი ოფიციალირად 10 ივნისს გაიხსნება, ჯერჯერობით ამინდებიც არ არის კარგი,“- განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება.