ველისციხეში ავარიის შედეგად დაშავებული 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ავარია 24 მაისს მოხდა. ახალგაზრდა “მაზდას” მარკის ავტომობილს მართავდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.
დაშავებული ჯერ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.