კახელი მეფუტკრე სახელმწიფოს ევროსტანდარტების დანერგვაში დახმარებას სთხოვს
შპს “თაფლიკაცის” დირექტორის, შოთა კალანდარიშვილის განცხადებით, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მიზნით, ის ევროპულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მისივე თქმით, წარმოებაში აუცილებელია ევროსტანდარტების დანერგვაა აუცილებელი, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს.
“ჩვენი საწარმო რომ ევროსტანდარტს აკმაყოფილობდეს, საჭიროა ISO სერთიფიკატის აღება, რისი ფინანსური ძალაც არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით დაგვეხმარება, რადგან ამ სტანდარტების დანერგვა საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი პროცესია. ჩვენ უკვე მეოთხე წელია, რაც თაფლს ვაწარმოებთ, სკების წარმოება გავაჩერეთ, რადგან ფინანსური რესურსი არ გვეყო. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვაშიც დაგვეხმარება”, – აცხადებს მეფუტკრე.
შპს “თაფლიკაცი” ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და წელიწადში 6 ტონა თაფლს აწარმოებს.