უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სკოლებსა და ბაღებს დააჯარიმებენ
ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 50-დან 200 ლარამდე მერყეობს. განმეორებითი ჯარიმის შემთხვევაში კი ფულადი სანქცია 300-დან 500 ლარამდეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც იგეგმება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უსაფრთხოების კუთხით საგანგაშო ვითარებაა.
“ჩვენი სამსახური არ არის დასჯაზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ დაჯარიმებამდე სკოლებსა და ბაღებს ეძლევათ ორმაგი გაფრთხილება, რეკომენდაციები, როგორ გამოასწორონ მდგომარეობა. საგანგაშო ვითარებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამიტომ ჩვენ ზაფხულიდან დავიწყებთ იმ ობიექტების სიის გამოქვეყნებას, რომელიც დავაჯარიმეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის”, – განუცხადა BM.GE-ს მიშა ფეიქრიშვილმა.