წინანდალში სასტუმრო რედისონი წლის ბოლოს გაიხსნება
გიორგი დანელიას თქმით, ოთხსართულიანი, 120 ნომერზე გათვლილი 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება, რომელიც კახეთის რეგიონის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სასტუმრო ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
“ამჟამად მიმდინარეობს 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. სასტუმრო კომპლექსში იქნება საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე-რესტორნები, სპა-აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება”, –განაცხადა გიორგი დანელიამ.
სასტუმროს პროექტის მთლიანი მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდის ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარია. ფონდი პროექტს “სილქ როუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო.