ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება
გიორგი დანელიას თქმით, პროექტის ფარგლებში “ლოპოტას” კომპლექსს 70 ნომერი დაემატება.
“ლოპოტა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომა გადაწყდა კომპლექსის განვითარება. პროექტი ნომრების დამატების გარდა, შატოს, რესტორნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გულისხმობს”, – განაცხადა გიორგი დანელიამ.
სასტუმრო –კომპლექს ლოპოტას განვითარებისთვის საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
“საპარტნიორო ფონდმა” შპს “ლოპოტა ინვესტმენტთან“ სასტუმრო კომპექსის გაფართოებაზე პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოაწერა.
Lopota Lake Resort & Spa 2008 წელს გაიხსნა და აერთიანებს სასტუმროს, სპას, 3 რესტორანს, 2 ბარს, 3 საკონფერენციო დარბაზს, 4 საცურაო აუზს, ჯაკუზს, მინი გოლფის მოედანს, ჩოგბურთის კორტებს, ღვინის მარანს, თავლას, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს.