ახალი ამბები

პანკისში ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობა იგეგმება

როგორც knews.ge-ს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, იზა ბექაურმა განუცხადა, პროექტის „პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში საზაფხულო ბანაკში გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება. 
„პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება პანკისის ხეობაში, ასევე ქისტი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია. საზაფხულო ბანაკში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები – ფილმის ჩვენებები, სპორტული ღონისძიებები, სპიკერების მოწვევა თბილისიდან და დისკუსიები”, – განუცხადა knews.ge-ს იზა ბექაურმა. 
პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.