ალოობასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მერიამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მერია ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის და შესაძლო ბრობლემების პრევენციისათვის აქტიურად მუშაობს.
“წელს, მუნიციპალიტეტში, დამატებით, 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა. ალოობისთვის, ჯამში, 40 კომბაინი იმუშავებს. აღნიშნული ტექნიკა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. კერძო პირების საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც. საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის ,,მექანიზატორიც“ დაეხმარება. შარშანდელთან შედარებით ჩვენი ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა. არსებული რესურსი კი საფუძველს იძლევა, რომ მოსავლის აღების სამუშაოები შეუფერხებლად ჩავატაროთ. მეოთხე წელია, რეკორდულად კარგი მოსავალი გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ თუნდაც 1 ჰექტრიანი მიწის მფლობელს რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ გლეხს არცერთი მარცვალი ასაღები არ დარჩეს“- განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ალოობა ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება.