ახალი ამბები

ბაზარზე კახეთში დამზადებული ფელამუშის კუბები გაიყიდება

ახალი პროდუქტი ჩურჩხელის მსგავსი იქნება. როგორც knews.ge-ს იდეის ავტორებმა განუცხადეს, დამზადდება მცირე ზომის 1,5 სმ-იანი ფელამუშის კუბები, რომელთა შემადგენლობაში კაკალი, თხილი და სხვა დანამატები შევა. 
ისინი, პირველ ეტაპზე, ტკბილეულის შეფუთვას არ აპირებენ, სამომავლოდ კი გეგმავენ პროდუქციის სერიულ წარმოებას და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას. 
,,ჩვენი მიზანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მისი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა. წარმოების პროცესში სხვადასხვა ინოვაცურ მეთოდს გამოვიყენებთ. გვქონდა იდეა და დავწერეთ პროექტი, მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „სტარტაპ საქართველო”, სადაც ჩვენმა ბიზნეს იდეამ გაიმარჯვა და 84 000 ლარით დაგვაფინანსეს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 94 000 ლარია”,– განუცხადეს Knews.ge-ს იდეის ავტორებმა.
მათ პროექტის პრეზენტაცია დანიაში გამართეს, სადაც ფელამუშის კუბებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ტკბილეულის მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანონ.