თელაველმა ძალოსანმა ამერიკის ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო
ის კლუბ „ფენიქსის“ ხელმძღვანელი და საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის პრეზიდენტია.
„წინასაშეჯიბრო მზადების პერიოდში მე ტრავმა მქონდა მიღებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი შედეგიანად ასპარეზობა, Men Masters დივიზიონში დავეუფლე ჩემპიონის ტიტულს და ოქროს მედლით დამაჯილდოვეს. ეს მასშტაბური შეჯიბრება იყო საკვალიფიკაციო ასპარეზობა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს აშშ-ში. მე უკვე დავიწყე მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის“, – განუცხადა Knews.ge-ს ბექა მაზანიშვილმა.
შეჯიბრება ჩატარდა მსოფლიო პაუერლიფტინგის კონგრესის (World Powerlifting Congress, WPC) ვერსიით, ხოლო მისი ორგანიზატორი იყო ამერიკის პაუერლიფტინგის ფედერაცია (American Powerlifting Federation, APF).