IRI – მოსახლეობის 47% ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას უარყოფითად აფასებს
გამოკითხვის თანახმად, ინსტიტუციების შეფასების მაჩვენებელი ასეთია: საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 84% აფასებს, არმიას – 83%, ქართული მედიის მუშაობა 68%-ს მოსწონს, პოლიციის – 50%-ს, განათლების სისტემა მოსწონს გამოკითხულთა 49%-ს, 43% დადებითად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას, 43% დადებითად აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა მოსწონს 36%-ს. რაც შეეხება პრემიერის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის მუშაობას, მათი მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 34%. სახალხო დამცველის მუშაობას კი 30%-ს მოსწონს.
კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს 1500 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტია.