ახალი ამბები

ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებენ

საჯარო მოხელეები პროექტის “მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების“ფარგლებში გადამზადდებიან. 
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო კურსები ეხება აქტივების მართვას, კაპიტალურ საინვესტიციო დაგეგმვებსა და სივრცით მოწყობას.
პროექტს მსოფლიო ბანკი და შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კონსორციუმი – “ეკორის წარმომადგენლობა საქართველოში“, “პი-ემ სი-ჯი“ და “ჯეო გრაფიკი“ ახორციელებს.
პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.