წნორი-ქვემო ქედის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, საპილოტე პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გზის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაო 5 წლის განმავლობაში შეასრულოს.
სამუშაოს მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები გაეცნენ.