ახალი ამბები

დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები იწყება

როგორც knews.ge-ს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში განუცხადეს, პროექტი საქარყველოს მასშტაბით კიდევ 8 მუნიციპალიყეტში განხორციდება. 
“მოსახლეობის გაზიფიცირებაზე, ჯამში, 25 მილიონამდე ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ღირებულების 14 ტენდერი გამოაცხადა. მოსახლეობის გაზიფიცირება სულ 40-მდე სოფელში იგეგმება. პროექტი განხორციელდება თერჯოლის, წყალტუბოს, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, სენაკის, ლაგოდეხის, ლანჩხუტის, ჩოხატაური, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 3-5 თვეში უნდა დაასრულონ”, – განაცხადეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.