გურჯაანში ყურძნისა და სხვადასხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება
როგორც knews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მართვის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯიემსვით ენდ დრინქსი“ 967 692 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“საწარმოში დასაქმდება 40 ადამიანი. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ „ჯიემსვით ენდ დრინქსს“ გადასცა გურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9884.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმო ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული ლაბორატორიით იქნება აღჭურვილი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს”, – განუცხადეს knews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მართვის სამინისტროში.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, მხარდაჭერილია 358 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია.