IRI – გამოკითხულთა 63%-სთვის საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა
კვლევაში მონაწილე 35%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 28% კი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გარკვეულწილად არის გაუარესებული.
გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 8%-ის მოსაზრებით კი გაუმჯობესდა, საუბრობს, აქედან 1% მკვეთრ გაუმჯობესებაზე, 7% კი გარკვეულწილად გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება იმავე შეკითხვას შინამეურნეობებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მის საოჯახო მეურნეობაში გაუარესდა; 41% აცხადებს, რომ უცვლელია, 7% კი გარკვეულ გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემები შეგროვდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.