კაჭრეთში ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშში გურჯაანის მე-2 სკოლამ გაიმარჯვა
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, საგაზაფხულო, მე-12 სერიის გამარჯვებული და სპეციალური პრიზის „ბროლის ბუს“ მფლობელი ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი “კრეაწივი” გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გურჯაანის სპორტკომპლექსის საცარუო აუზის აბონემენტები, წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის კაპიტანს, ნიკა ქურთიაშვილს კი გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საჩუქრად ბაქოს ორკაციანი საგზური გადასცა.
“ინტელექტუალური თამაშის დროს გამარჯვებული გუნდის გარდა, დაჯილდოვდნენ სხვა მოაზროვნეებიც. სეზონის საუკეთესო მოაზროვნის პრიზი, მაღაზია „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანს, ვანო ლიპარტაშვილს გადაეცა. პლანშეტით დასაჩუქრდა ფინალური ტურის საუკეთესო გოგო მონაწილე, მე-4 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი ანი ჭყოიძე. კაპიტნების შეკითხვების გამარჯვებულს, ჭანდრის სკოლის გუნდის კაპიტანს ზეზვა ელიზარაშვილს კი გურჯაანის სპორტკომპლექსის საცურაო აუზის აბონემენტი გადაეცა. ფინალური თამაშის პირველი ნაწილის წამყვანი საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე იყო, მეორე ნაწილი კი კვლავ ინტელექტუალური თამაშის რედაქტორმა და კითხვების ავტორმა პაატა ჩახვაშვილმა წაიყვანა”, – განაცხადეს გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურში.
ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძვანელი დალი მინდიაშვილი და ააიპ „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ ხელმძღვანელი სალომე ბოგვერაძე.