გურჯაანში ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” პრემიერა გაიმართება
ფილმს, 31 მაისს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში აჩვენებენ. “ფილმში მთავარ როლს, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის სიუჟეტი კი 1920-იანი წლების საქართველოს უკავშირდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოიჭრა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი შეიკრიბა და მათ ემიგრაციაში საფრანგეთში წასვლა მოუწიათ. სამუზეუმო განძის შეკრება კი ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს და მის მცველად დანიშნეს”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში.
ფილმის სიუჟეტი ექვთიმე თაყაიშვილის ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში, 1921-1945 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას სიყვარულის ამბავი.