მძიმე და მავნე სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება
სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სიახლის მიხედვით მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება. ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობა აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს, მასში გათვალისწინებულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების პირობებს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორები შეამოწმებენ.
,,საბოლოო მონახაზი უახლოეს ხანში გვექნება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში უნდა დაკონკრეტდეს სამუშაოების ჩამონათვალი. ამ ნუსხაშიშევიდა მეტალურგიის სექტორი, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა და მსუბუქი მრეწველობა. საერთო ჯამში, დაახლობით 10 სექტორია და ახლა სწორედ ამ სექტორების ჩაშლაზეა საუბარი, რათა შემდეგ კონკრეტული კომპანიების იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი”, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.