ახალი ამბები

IRI – გამოკითხულთა 40% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად გამოკითხულთა 23% ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, 10% კი ტერიტორიულ მთლიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, სოციალური პრობლემებს კი 3%-ასახელებს. განსხვავებულია მონაცემები, როდესაც კვლევაში მონაწილეებს მათს სოფელსა თუ ქალაქში არსებულ მთავარ პრობლემებზე ეკითხებიან. მთავარ გამოწვევად აქაც უმუშევრობა სახელდება, თუმცა, მხოლოდ 26% საუბრობს ამ პრობლემაზე. გამოკითხულთა 11% გზებს ასახელებს მთავარ პრობლემად, ეკოლოგიას კი – 7%. 
საოჯახო მეურნეობების 27%-სთვის მთავარი პრობელმა უმუშევრობაა, 19%-სთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემება, 8%-ისთვის კი მნიშნელოვან პრობლემა დაბალი ხელფასებია. 5%-სთვის კი – დაბალი პენსიები. 
კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემები შეგროვდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.