ლაგოდეხში ავარიას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.