წინანდლში დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
,,გიორგი რამიშვილის მხარდაჭერით, წამყვანმა ამერიკულმა გამომცემლობამ Rare Bird Books, კომპანია „სილქნეტმა და წინანდალის ფონდმა ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. დათო მაღრაძის კრებულში შესულია სხვადასხვა პერიოდის ლექსები და ორი პოემა, “ჯაკომო პონტი და შენთვის”. წიგნის გავრცელებას ამერიკის 50 შტატში ხელს უწყობს ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Publishers Group West”, – აღნიშნავს ღონისძების ორგანიზატორი.
გამომცემლობის პრეზიდენტის, ტაისონ კორნელის თქმით, მაღრაძის ნამუშევარი თანამედროვე პოეზიის შედევრია და მათი მოლოდინით აშშ-ში პოეზიის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ ადგილას ყოფნა და იმ მდიდარი კულტურული ტრადიციის გაგრძელებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც აქ მრავალი წელია არსებობს. მოგვეცა შესაძლებლობა, ვეზიაროთ სერიოზულ პოეზიას, რომელიც სცდება დროისა და სიცრცის საზღვრებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიტანოთ ეს პოეზია ამერიკაში და ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას”, – განაცხადა ტაისონ კორნელიმ.
კრებული ავტორთან ერთად ამერიკის შეერთბეულ შტატებში იმოგზაურებს. საპრეზენტაციო ტური ამერიკის თითქმის ყველა შტატს მოიცავს.