დედოფლისწყაროს მუსიკალურმა ანსამბლმა გრან-პრი მოიპოვა
ანსამბლმა ბათუმში გამართულ კონკურსში „ოქროს დელფინი – 2018“ ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი დაიმსახურა.
,,ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილია ქართული ფოლკლორი. ფესტივალის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და უცხოურ შემოქმედებით კოლექტივებთან დამეგობრება”, – განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა, გელა გველუკაშვილმა.