ირაკლი ქადაგშვილი – კახეთში ქართული ინვესტიციებით კაზინო გაიხსნება
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კაზინოს ამოქმედება ზაფხულში იგეგმება.მისი თქმით, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდება და კაზინოს გახსნით ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავალი გაიზრდება.
“მოგეხსენებათ, რომ ლაგოდეხი საზღვრიდან ახლოსაა და კაზინოზე მოთხოვნა დიდი იქნება. კაზინოს მომხმარებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უცხოელი ტურისტები. ეს არის ქართული კერძო ინვესტიცია, რასაც ძალიან დიდი შემოსავალი ექნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის შემოსავლები გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.