იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეებს გათავისუფლებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი კარავში ჩაუტარა
მათ დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, სადაც გათავისუფლებულმა პედაგოგმა მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა.
“ჩვენ მოვითოვთ, რომ თეა გურგენიძე ისევ დააბრუნონ სკოლაში. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სპეციალური ფართს ვიქირავებთ და იქ თეა გურგენიძე ჩვენს შვილებს გაკვეთილებს ჩაუტარებს. თეა უსამართლოდ გაათავისუფლეს”, – განუცხადეს knews.ge-ს იორმუღანლოს სკოლის მეოთხე კალისის მოსწავლეების მშობლებმა.
შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძე იორმუღანლოს სკოლიდან მარტში გაათავისუფლეს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული საკითხი დისციპლინარულმა საბჭომ განიხილა და ბრალდება არ დაადასტურა.
,,დადასტურდა, რომ ბავშვზე არ მიძალადია. სკოლის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაეყრდნო სკოლის დისციპლინური კომიტეტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა’’ ,– აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას თეა გურგენიძემ.
სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.