ყვარლის სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
როგორც Knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა, თუმცა შემდეგ ხანძარი კიდევ ორ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა.
“ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი – ნაწილობრივ, სადაც, ჯამში, დამწვარია 300 კვ.მ. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.