სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
ცეცხლი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაიწვა 250 კვ.მ.
“ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.