თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ ტერიტორიაზე ტურისტები ნავით გადაადგილდებიან
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გაწმედითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მანამდე კი, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ტბის გადალახვას მოტორიანი ნავით ახერხებენ.
“შ.პ.ს. “გერალი”, რომელიც თუშეთის გზის გაწმედით სამუშაოებს ახორციელებს, უანგაროდ გვაძლევს საშუალებას, რომ ის ნავი გამოვიყონოთ, რომელსაც თავად მუშების გადასაყვანად იყენებს.და ეს ჩვენც და ტურისტებსაც ძალიან გვეხმარება,” – განუცხდეს Knews.ge-ს ადგილობრივებმა.
“გერალის” ხელმძღვანელის, ტარიელ წიკლაურის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დატბორილი ტერიტორიის ორივე მხრიდან მიმდინარეობს და თუშეთისკენ მიმავალი გზა ივნისის პირველ ნახევარში გაიხსნება.