გურჯაანში ქალთა ოთახი გაიხსნა
უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
“ქალთა ოთახი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდა და ის ვიზიტორებს სთავავაზობს ისარგებლონ – კომპიუტერით და ინტერნეტით, საკონსულტაციო სერვისით, საბავშვო კუთხით, სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, ბიბლიოთეკით და საგანმანათლებლო სერვისით’’,– განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.