ახმეტაში სპორტული სკოლის დირექტორი სცემეს
ერთ-ერთი ვერსიით, ძალადობის ეს შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციაში შიდა დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში, პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან, ქართველი ძიუდოისტები მედლების გარეშე დაბრუნდნენ. თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.