სოფელ რუისპირში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1974 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, სოფელ რუისპირში, შურისძიების მოტივით 1955 წელს დაბადებულ ა.პ-ს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მ.გ. პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.