მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზის გაწმენდით სამუშაოებზე სახელმწიფო კომპანიის მძღოლად მუშაობდა.
ადგილობრივების თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რომლის დროსაც გზა ჩაიშალა. მამაკაცი წყალში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მაშველებმა ცხედარი ვერ აღმოაჩინეს. ადგილზე მყვინთავები დღეს დაიწყებენ მუშაობას.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.