სიღნაღს დენდროლოგიური პარკი გაიხსნება
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების თანამდეროვე სისტემა და პარკში სკამები განთავსდება.
“წლების განმავლობაში ეს ტერიტორია ეკალ-ბარდით იყო დაფარული. პროექტის ფარგლებში ტუსრისტებისთვის და ადგილობრივებისთვის მოეწყობა ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილი. პარკში დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება სკამები. ჩვენ ფიტნეს სივრცის მოწყობასაც ვგეგმავთ. სიღნაღს დენდროლოგიური პარკი, სავარაუდოდ, ოთხ თვეში იქნება,”– განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მერიაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 257 844 ლარი დაიხარჯება.