ახალი ამბები

საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი გახდა

საქართველოსთან ერთად GREVIO-ს წევრები გახდნენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები. GREVIO 15 სხვადასხვა ქვეყნის 15 წევრისაგან შედგება, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან. 
,,GREVIO პასუხისმგებელია მოახდინოს მონიტორინგი რამდენად სრულყოფილად ხდება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) დანერგვა და განხორციელება. სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა. GREVIO-ში კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ. საქართველოდან ევროსაბჭოში სულ 3 კანდიდატი იყო წარდგენილი”.
GREVIO-ს სამდივნო, სტარსბურგში, ევროსაბჭოში მდებარეობს.