ლაგოდეხის 6 სოფლის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი
გაზიფიცირების მოთხოვნით მოსახლეობის ნაწილი დღეს სოფელ პატარა გორში შეიკრიბა. ადგილობრივებს პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენკლები შეხვდნენ.
,,ბაისუბნის თემის 4 სოფელში და ნინიგორის თემის 2 სოფელში უკვე მეორე წელია გაზის მილები შეყვანილია და სოფლებს გაზი არ მიეწოდება. აღნიშნული პროექტი დაწყებული იყო 2012 წელს და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ყველაფრის მიზეზია ის, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ერთმანეთში დოკუმენტაციის პრობლემას ვერ აგვარებენ”,- განაცხადა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 6 სოფელში ბუნებრივი აირის ქსელი გასულ წელს დამონტაჟდა, თუმცა ამ დრომდე გაზიფიცირების პრობლემა მოუგვარებელია. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ქსელი კომპანია “სოკარს” უნდა გადაეცეს და პროცედურა, სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება. სოფლებში ტექნუკური სამუშაო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიის მეთვალყურეობით შესრულდა.