“სურსათის უვნებლობა საქართველოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა”
მისი თქმით, სურსათის უვნებლობა არის საკითხი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ერთ–ერთი თავი, მთლიანად სანიტარიისა და ფიტო–სანიტარიის წესებს ეძღვნება, რაც გულისხმობს ცხოველების, მცენარეებისა და სურსათის უვნებლობის დაცვა/კონტროლს. შესაბამისად, ქვეყანაში ბევრი ევრორეგულაცია უნდა ითარგმნოს, დაინერგოს და აღსრულდეს, თუმცა სწორედ აღსრულების ნაწილია დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა. სურსათის უვნებლობა იწყება იმ ტერიტორიიდან, სადაც განთავსებულია საწარმო, შემდეგ მას მოჰყვება მისი დაგეგმარება, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვა, კვალიფიციური კადრების დაქირავება და ბევრი ისეთი საკითხი, რომელსაც თუ თავიდან არ გაითვალისწინებენ, შემდეგ გამოსწორება რთულდება”,- განაცხადა ეკა ბაკურაძემ.