სიღნაღში დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში გაიწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარე განათების თანამდეროვე სისტემა და პარკში სკამები განთავსდება. უწყების ინფორმაციით, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობაც.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 257 844 ლარი დაიხარჯება.