სოფელ ვაჩნაძიანში მეუღლის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ბრალად ოჯახში ძალადობა ედება. უწყების ცნობით, ბრალდებული სოფელ ვაჩნაძიანში მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.