გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი 84 რადარი დამონტაჟდება
გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი 68 რადარს დამატებით შეიძენს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 000 ლარზე მეტი გამოიყო. ნატო გონგაძის განცხადებით, გურჯაანში, ჯამში, 84 რადარი განთავდება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ავტომანქანების სიჩქარის განმსაზღვრელი მოწყობილობა გზის რომელ მონაკვეთებზე განთავსდება.
„წელს რადარების შეძენაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შევიძენთ 68 რადარს, რომელშიც 53 924 ლარი დაიხარჯება. ლოკაციის ადგილებს საპატრულო პოლიცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთობლივად განსაზღვრავენ“, – განაცხადა ნატო გონგაძემ.
რადარები დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძროლებს, რომლებიც დაჯარიმდებიან. გზებზე რადარების მონტაჟი, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება.