სოფელ ტიბაანში ყურძნის მურაბის წარმოება დაიწყეს
მისი თქმით, მურაბას ყურძნის უცხოური ჯიშისგან სახლის პირობებში ამზადებს.
მეწარმე აცხადებს, რომ საფერავისა და რქაწითელის გარდა, 58 ჯიშის ყურძენი აქვთ გაშენებული, რომლისგან დამზადებული მურაბაც გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
,,ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახეობის ხილისგან დამზადებული მურაბა იყიდება, მაგრამ ყურძნის მურაბას მხოლოდ სახლის პირობებში ამზადებენ. ამის გამო გადავწყვიტე ყურძნის მურაბის წარმოება და გაყიდვების ქსელში გაშვება. „ბუტრანას“ ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნისგან თეთრ და წითელ ღვინოს ვაწარმოებ. ღვინოსთან ერთად ბრენდი საფერავსა და თაფლში დაძველებულ ყველსაც აერთიანებს, რომელსაც ფრანგული ყველის კამემბერის ობი აქვს დამატებული“, – განუცხადა knews.ge-ს ჯემალ ხატიაშვილმა.