ახალი ამბები

საქსტატი – კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში კახეთს 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაშინ როდესაც ეს ციფრი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15 700-ს შეადგენდა.
თელავში ჩამოსულ ვიზიტორებს კონსულტაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უწევს.
“ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა”, – განაცხადეს თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილებაში.