ახალი ამბები

სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს, მონაწილეობას საბავშვო თეატრები მიიღებენ. 
ღონისძიება ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა საბავშვო თეატრმა “არგომ” სპექტალით „პატარა უფლისწული“ გახსნა. 
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, საბავშვო თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
“ბავშვთა თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით “პატარა უფლისწული” გაიხსნა. რამდენიმე წუთში დაიწყება თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქას“ სპექტკლი „რწყილი და ჭიანჭველა“; 24 მაისს ათენის ქართულ-ბერძნული თეატრალური დასი გამართავს სპექტაკლს „ღამურა“; 14:00 საათზე თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“ სპექტაკლს „პატარა მაწანწალა“; 16:00 საათზე ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2“ გამართავს სპექტაკლს „ოცნება და სინამდვილე“; 18:00 საათზე დაგეგმილია თბილისის საბავშვო თეატრალური სტუდია „პეპი და პინოქიოს“ სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“; ღონისძიებები გაგრძელდება 25 მაისსაც. 11:00 საათზე ბავშვთა თეატრალური სტუდია „ იასამანი“ წარმოადგენს სპექტაკლს „ვირუკას საოცარი თავგადასავალი“; 13:00 საათზე ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „მართვე“ გამართავს სპექტაკლს „ჰელადოსი“, 15:00 საათზე იქნება თეატრალური სტუდია „ნიუარტის“ სპექტაკლი „საშობაო ამბავი“. ფესტივალი დასრულდება 17:00 საათზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია „ცისკარას“ სპექტაკლით „პაწია მეგობრები“,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.