კახეთში სამდღიანი ევროტური დასრულდა
ტურის ფარგლებში ისინი ადგილობრივ მოსახლეობასა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და რუსული პროპაგანდის გავლენებზე.
მათ შეხვედრა გამართეს უჯარმის, ვარდისუბნის, ჩუმლაყის, გურჯაანის, წნორისა და ბადიაურის მოსახლეობასთან. ტურის ფარგლებში გაიმართა ღია დისკუსიები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის (აისი) სტუდენტებისათვის. როგორც knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, ევროტურის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებთან ბრძოლის ერთობლივი გეგმა. ეკა გიგაურის თქმით, ამ პროცესში თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაერთოს.
კამპანია “ძალა ევროპაშია” 20 მაისს დაიწყო. ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. კამპანია ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.