სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საგარეჯოელი მოსწავლეებისათვის ტური მოეწყო
ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ მოეწყო შემეცნებითი ტურის დროს, რომელიც უკავშირდება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს, მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ლაბორატორიის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ახალგაზრდებს საშუალებს ჰქონდათ, გაცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ საარქივო ფოტო-მასალას, სადაც ნაჩვენები იყო ლაბორატორიული დანადაგრების განვითარების ეტაპები.
,,ღია კარის დღე ჩატარდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში. მოსწავლეებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია, ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა. ლაბორატორიას საგარეჯოს, გომბორის, უდაბნოს, პატარძეულის, ხაშმის და „მზის გულის“ საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ”, – განუცხადეს Knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში.