“კახეთში დასაქმების პროცესში ნეპოტიზმი გადამწყვეტ გავლენას ახდენს”
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კახეთში ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი პირი დაასაქმეს, ვიდრე ვაკანტური ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული.
„კვლევის შედეგებით ჩანს, რომ დასაქმების პროცესში კახეთის რეგიონში სანაცნობო წრე, ანუ სოციალური კაპიტალი გადამწყვეტ გავლენას ახდენს. კახეთის რეგიონს დამსაქმებლების მიერ დასასაქმებელი კადრის მოძიების მრავალფეროვანი პრაქტიკა აქვს. ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ანალიზისას ჩანს, რომ ვაკანტურ ადგილებზე მეტი ადამიანი დაასაქმა ორგანიზაციებმა კვების მრეწველობის და მშენებლობის დარგებში, ვაკანტური ადგილების შევსების პრობლემა თითქმის არ დაფიქსირებულა”,- აცხადებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში.
კვლევის თანახმად, კახეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები რეგიონის შრომის ბაზრის შესახებ არც თუ პოზიტიურ სურათს აჩვენებს.
,,ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი დაბალია, ისევე, როგორც მინიმალურია ბოლო 6 თვის (276 ვაკანსია), ამჟამინდელი (6 ვაკანსია) და მომავალი 6 თვის განმავლობაში არსებული ვაკანტური ადგილების (99 ვაკანსია) რაოდენობა”,- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.