სიღნაღის სასამართლომ მეუღლის არაერთგზის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
როგორც knews.ge საქართველოს მთავარი პროკურატურაში განუცხადეს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ.-მ მეუღლის – თ.ტ.-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ძალადობას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ბრალდებულ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა”, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.