ილიას ტბაზე ამფითეატრის სცენაზე იატაკი ჩატყდა
შემთხვევის შედეგად ორი მონაწილე მსუბუქად დაშავდა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების დირექტორიც. დიმიტრი სოლომნიშვილის განმარტებით, მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ფესტივალი არ შეწყვეტილა და ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
“ფესტივალის მიმდინარეობის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. სცენის ერთ ადგილას იატაკი ჩატყდა. შემთხვევა შაბათს, ფესტივალის პირველ დღეს მოხდა. ორმა მოცეკვავემ მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა ფესტივალი გაგრძელდა“, – განუცხადა knews.ge-ს დიმიტრი სოლომნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ამფითეატრის სცენის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.