ახალი ამბები

თუშეთში სასტუმრო “სამზეო” შემოდგომაზე გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროში განთავსდება პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი. უწყების ცნობით, ნებისმიერ დამსვენებელს თუ ტურისტს ასევე საშუალება ექნება, ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით. 
„პროგრამის აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „სამზეო“ შეემატა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts” წევრი იქნება. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს. სასტუმრო, რომელიც 2018 წლის შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს და ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ტურიზმის სფეროს განვითარებას”, – განაცხადეს ეკომონიკის სამინისტროში.