“წინანდლის მამულს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს”
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კახეთში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროები შენდება, რადგან ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიო რუკაზე და მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობა.
,,საქართველო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ტურისტული ადგილი ხდება. ყოველწლიურად იზრდება კახეთის, როგორც ტურისტული მარშრუტის პოპულარობა, ამისთვის ყველა პირობა გვაქვს: ულამაზესი ბუნება, უძველესი ისტორია, არქიტექტურული ძეგლები, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო და რაც მთავარია, კახური ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ კახეთში, წინანდლის მამულებში, 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია. წინანდალში შენდება სასტუმრო „რედისონი“, რომლის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება 200 ახალი სამუშაო ადგილი”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.