სტატიები

ახმეტაში ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა (R)

თანამედროვე სერვის ცენტრი ადგილობრივებს კომფორტულ გარემოს და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. საფინანსო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამოჩეულია სერვის ცენტრის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნა.
ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვუსალ ვერდიევი აცხადებს, რომ მათ საბანკო ლიცენზია 2013 წელს მიიღეს და საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ დღეს მომხმარებლებს სთავაზობენ მრავალფეროვან სერვისებს, როგორებიცაა ფულადი გზავნილების განაღდება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა დეპოზიტის გახსნა და სხვა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა. თავისთავად ეს ფაქტი ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის ახმეტა და კახეთის რეგიონი. მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულიად განახლებულ და კომფორტულ გარემოს, ადგილზე თანამშრომლები კი ყველა მსურველს შესთავაზებენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. ფინკა ბანკი ადგილობრივებს სთავაზობს არა მხოლოდ სესხებს, არამედ სხვა მნიშვნელოვან და საჭირო საბანკო პროდუქტს, მათ შორის დეპოზიტებს, სხვადასხვა დისტანციურ არხებს: ონლაინ და ინტერნეტ ბანკს და სხვა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მოვიდნენ და ისარგებლონ განახლებული სერვისცენტრით’’,- განუცხადა knews.ge-ს ვუსალ ვერდიევმა.
განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, თანამედროვე სერვის ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს მოსახლეობას, ადგილზე ისარგებლონ შეღავათიანი და მათზე მორგებული საბანკო მომსახურებით.
,,მოხარული ვარ, რომ გაიხსნა ახალი სერვისცენტრი. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ იაფი სესხით და მათზე მორგებული სხვადასხვა საბანკო პროდუქტით’’,- აღნიშნა იოსებ ქარუმაშვილმა. 
ადგილობრივები ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მათი აზრით, ახალი სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს მოსახლეობას, დამატებითი გადაადგილების გარეშე ისარგებლონ ფინანსური მომსახურებით. ისინი ამბობენ, რომ ბანკის სერვისები: იაფი სესხი, სწრაფი აგრო სესხი, ფულადი გზავნილები, ანაბრები, აგრო დაზღვევის განვადება და სხვა მორგებულია თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე. 
,,12 წელია ფინკა ბანკის მომხმარებელი ვარ. ამ ბანკის დახმარებით ისწავლეს ჩემმა შვილებმა სასწავლებელში და მეც დავიწყე ბიზნესი. ყველა სერვისი არის მორგებული მომხმარებელზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული თანამშროლის დამსახურებაა, რომ ამდენი მომხმარებელი ყავთ და მათი საქმიანობა წარმატებულია. ვფიქრობ, სეზონური აქციები ხელს შეუწყობს მეტი მომხმარებლის მოზიდვას’’, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ახმეტაში მცხოვრები მაია ჭინჭარაული.